სამზადისი სანტას სოფელში
იყავით თავაზიანები და დაიცავით დისტანცია - ასეთია საახალწლოდ სანტა კლაუსის მთავარი გზავნილი. არქტიკულ წრეზე სანტას სოფელში დიდი სამზადისია. მართალია, კოვიდპანდემიის გამო როვანიემში ჩასვლა წელს ბევრმა ვერ მოახერხა, მაგრამ ასამდე სტუმარმა სანტას ხილვა პლექსი-გლასის მიღმა მაინც შეძლო. სანტა კლაუსი ირმებშებმული მარხილით მალე ტრადიციულ მოგზაურობას დაიწყებს და ბავშვებს მსოფლიოს მასშტაბით იმ საჩუქრებს ჩამოურიგებს, რაც მათ გაგზავნილ წერილებში ინატრეს.
