ამერიკის სანქციები თურქეთს
თურქეთის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქციების დაწესებას ირანი შეშფოთებით გამოეხმაურა და მას საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფა უწოდა. ვაშინგტონს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს თავად თურქეთი. შეერთებულმა შტატებმა ანკარას სანქციები რუსული ეს-400-ის სარაკეტო სისტემის შესყიდვის გამო დაუწესა. სანქციები თურქეთის თავდაცვითი შესყიდვებისა და განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელისა და რამდენიმე თანამშრომლისთვის აქტივების გაყინვას, ასევე სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს.
