კორონავირუსი და კოვიდ 19-ის ვაქცინა
სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე შეერთებულ შტატებში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ უკვე ორი ვაქცინა იქნება დამტკიცებული. ფაიზერ/ბიონტეკის გარდა, მოდერნას ვაქცინის გამოცდაც დასკვნით ეტაპზეა. ავტორიზაციას ელოდებიან ევროპაშიც. ამ ეტაპზე კი ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა წინასაშობაოდ და საახალწლოდ ისევ მკაცრი ზომების დაწესებას განიხილავს. ევროკავშირის სახელმწიფოებში ამბობენ, რომ შობაზე მოგზაურობა ან საოჯახო სადილები მესამე, ყველაზე მძიმე ტალღის წინაპირობა შეიძლება გახდეს.
