თბილისის მერიის დახმარება
თბილისის მერიის დახმარება მარტოხელა ხანდაზმულებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს. დედაქალაქის მთავრობამ ბიზნეს სექტორისა და კერძო პირების მიერ შეგროვებული პროდუქტების დარიგება დაიწყო. დახმარების აქციას 25-ზე მეტი კომპანია შეუერთდა. პროდუქტების განაწილებაში დღეს თბილისის მერი პირადად მონაწილეობდა.
