„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია - ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, ამერიკის ელჩი, ასევე სხვა სახელმწიფო, დიპლომატიური, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე საქართველოს მთავარსარდალმა ვეტერანების ღვაწლზე ისაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის. თავდაცვის მინისტრმა კი დაშავებული სამხედროების ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები შეაჯამა.
