მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს
მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს - ამჯერად 2020-ი წელი ფინანსთა მინისტრმა შეაჯამა. პრეზენტაციაზე, რომელიც ივანე მაჭავარიანმა გამართა, აღინიშნა, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანამ შეძლო შეენარჩუნებინა საკრედიტო რეიტინგები და საკმაოდ დიდი რესურსიც მოეძია. გარდა ამისა საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომლის ანტიკრიზისული პროგრამაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაამტკიცა. ფინანსთა მინისტრმა ასევე დეტალურად ისაუბრა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელზეც პანდემიის წინააღმდეგ ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები დაიხარჯა.
