გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა - შეფასებები
გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. პარტიის თავმჯდომარემ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი რთული გადასადგმელი იყო, თუმცა ის სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. ამასთან განმარტა , რომ არის ფაქტები, რასაც კატეგორიულად ვერ შეეგუება: ერთ - ერთ მსგავს ფაქტად ასახელებს ელჩებზე თავდასხმას. მისივე შეფასებით, გაუგებარია, ვინ და რა მიზნით წამოიწყო აღნიშნული კამპანია.
