ვაშაძისა და ,,ნაციონალური მოძრაობის'' გზები ოფიციალურად გაიყო
ვაშაძისა და ''ნაციონალების'' გზები ოფიციალურად გაიყო. შეუთანხმებელი და ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, არარსებული სტრატეგია, ოდიოზური ფიგურები წარსულიდან და ელჩებზე თავდასხმა- მიზეზები ამჯერადაც წერილში წერია. ვაშაძე გუნდიდან ასევე წერილით, ჯერ კიდევ 10 ნოემბერს დისტანცირდა, მას შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა. არ ესწრებოდა არც რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ ერთობლივი განცხადების ხელმოწერას. მაშინ ''ნაციონალებმა'' თქვეს, რომ ვაშაძე თავს შეუძლოდ გრძნობდა. აღმოჩნდა, რომ პრობლემები პარტიას უფრო აქვს, ვიდრე მის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს.
