პრემიერ-მინისტრმა Covid-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა
გიორგი გახარიამ Covid-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განიხილეს ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით გადადგმული ნაბიჯები. სტაციონარების ხელმძღვანელებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი მოქმედი შეზღუდვების როლს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებითი სტაბილიზაციის პროცესში და აღნიშნეს, რომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, რათა თავიდან ავიცილოთ მობილობის მკვეთრი ზრდა და საფრთხის ქვეშ არ დადგეს მიღწეული შედეგები.
