უმრავლესობის სხდომა
მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს მმართველი გუნდიც, თუმცა ,,ქართული ოცნებისთვის'' კომპრომისის ზღვარი დიდი ხანია დადგენილია და მის გადახედვას არ აპირებს. დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოცნების ცენტრალურ ოფისში შეიკრიბნენ. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, განხილვის საგანი იყო მთავრობის ფორმირება, თუმცა მხოლოდ საორგანიზაციო საკითხები. ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეტალები ცნობილი გახდება მომდევნო დღეებში, როდესაც შეხვედრა უკვე პრემიერ გიორგი გახარიასთან გაიმართება.
