მეხუთე რაუნდის მოლოდინი
როდის გაიმართება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, ჯერ უცნობია. კონკრეტულ თარიღს არც დიალოგში ჩართული დიპლომატები ასახელებენ. როგორც დღეს კელი დეგნანმა და კარლ ჰარცელმა აღნიშნეს, მთავარია დისკუსია გაგრძელდეს. საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, გამოსავლის მოძებნა სულ უფრო რთული ხდება ყოველი ისეთი ნაბიჯის შემდეგ, რომელიც მოლაპარაკებების კარის დახურვას ემსახურება.
