პარლამენტში პირველი სხდომა გამართა თეა წულუკიანმა
პარლამენტში პირველი სხდომა გამართა თეა წულუკიანმა, რომელმაც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი ჩაიბარა. მან დღეს განმარტა, თუ რატომ არ განაგრძო მუშაობა იმ მიმართულებით, სადაც რვა წლის განმავლობაში იყო, მაგალითად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. თქვა, რომ ახალი სახეების დროა და არ იქნებოდა სწორი ეკონტროლებინა მინისტრი, რომელმაც ის თავად შეცვალა.
