კორონავირუსის ახალი სახეობა
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ვირუსის სწრაფ გავრცელებას შეიძლება უკავშირდებოდეს. პირველადმა კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსის ახალი სახეობა უფრო სწრაფად ვრცელდება. მეთ ჰენკოკმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მეცნიერები არ ფიქრობენ, რომ კორონა ვირუსის ახალი სახეობა უფრო მწვავე დაავადებას იწვევს ან ვაქცინა მასზე გავლენას არ ახდენს. მისივე განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში, კორონა ვირუსის მსგავსი სახეობა ევროპის სხვა ქვეყნებშიც გამოვლინდა.
