შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითური სქემა გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითური სქემა გამოავლინა. დაკავებულია სამი პირი. სამართალდამცველების მიერ საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები, მათ მიერ წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, ავტო პორტალ „მაი აუტო ჯიზე“ ათავსებდნენ ვითომ გასაყიდი ავტომობილების ფოტოებს და საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასს უთითებდნენ. ავტომობილების შეძენის მსურველ პირებს, კი ავტომანქანის გადაცემამდე, წინასწარ, მოტყუებით არიცხინებდნენ მითითებული თანხის ნაწილს, სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნულ თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
