ცესკოს განკარგულება სიების გაუქმებაზე
ცესკომ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ლელოს“ პარტიული სიები გააუქმა. შესაბამისი განკარგულებები ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განკარგულებებში მითითებულია, რომ აღნიშნული სუბიექტების სიები მათი ლიდერების განცხადებების საფუძველზე გაუქმდა.
