ჩინეთში, იუნანის პროვინციის თავზე მეტეორების წვიმა შენიშნეს
ჩინეთში, იუნანის პროვინციის თავზე მეტეორების წვიმა შენიშნეს. ჩინეთის ქალაქი ლიძიანი ის ადგილია, საიდანაც ეგრეთ წოდებული გემინიდების მეტეორული წვიმა იდეალურად ჩანს. ამ მოვლენის ნახვა პირდაპირ ეთერში, ინტერნეტის მეშვეობითაც იყო შესაძლებელი. ციური მოვლენა ყველაზე კარგად გამთენიამდე ჩანდა. დედამიწის თავზე ათობით მეტეორი გამოჩნდა.
