ბრექსიტის გარდამავალი პროცესის დასრულებამდე ორი კვირა რჩება, თუმცა გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა პოსტბრექსიტულ სავაჭრო შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს
ბრექსიტის გარდამავალი პროცესის დასრულებამდე ორი კვირა რჩება, თუმცა გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა პოსტბრექსიტულ სავაჭრო შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. მოლაპარაკებები ყველა ვადას გადასცდა, თუმცა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, სატელეფონო საუბრის შემდეგ, დისკუსიის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. იმ შემთხვევაში, თუ 31 დეკემბრამდე მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ვაჭრობას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პირობები დაარეგულირებს, რაც ტარიფებისა და გადასახადების დაწესებას, შესაბამისად, იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების გაზრდას გულისხმობს.
