კორონავირუსი მსოფლიოში
მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 73 მილიონს მიუახლოვდა. გარდაცვლილია მილიონ 521 ათასზე მეტი პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 51 მილიონს აღემატება. კოვიდსტატისტიკის პირველი ხუთეულის რიგითობა კვლავ უცვლელია, შეერთებულ შტატებს კოვიდპაციენტთა სიმრავლით ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოსდევს.
