საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოვიდდადებითი პაციენტების მისაღებად საწოლების რაოდენობა გაიზარდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოვიდდადებითი პაციენტების მისაღებად საწოლების რაოდენობა გაიზარდა. საავადმყოფოში 30 ადამიანისთვის გათვალისწინებული, კეთილმოწყობილი ინფექციური განყოფილება და სისხლის ბანკი გაიხსნა. განყოფილების გახსნას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესწრებოდა. სამედიცინო ცენტრი ჯამში 200-ზე მეტი კოვიდპაციენტის მომსახურებას შეძლებს. რაც შეეხება სისხლის ბანკს, პანდემიის პირობებში ის სამედიცინო დაწესებულებებს დახმარებას გაუწევს. კლინიკის ანგარიშზე ასეულობით განკურნებული პაციენტია.
სიუჟეტის ავტორი: ხათუნა მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
