აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ქართული ოცნება კვლავ თორნიკე რიჟვაძეს წარადგენს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ კი დავით გაბაიძეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ქართული ოცნება კვლავ თორნიკე რიჟვაძეს წარადგენს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ კი დავით გაბაიძეს. პარალელურად, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში გააგრძელებენ მუშაობას ჯაბა ფუტკარაძე და თინათინ ზოიძე. შესაბამისად, უმაღლეს საბჭოში რიგითობის წესის თანახმად, „ქართული ოცნების“ სიითი შემადგენლობის მომდევნო 3 დეპუტატი შედის. აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა ხვალ, 12 საათზე შეიკრიბება. უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია. ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა. საკონსტიტუციო უმრავლესობა 14 მანდატით, "ქართულ ოცნებას" აქვს. "ნაციონალური მოძრაობა" კი ამ დრომდე ბოიკოტს განაგრძობს.
სიუჟეტის ავტორი: დაჯი ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
