გიორგი გახარიას კანდიდატურა
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა. შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ხელს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აწერს. მომდევნო ნაბიჯი გახარიასია. მან მინისტრთა კაბინეტი უნდა წარადგინოს. ნდობის გამოცხადებამდე პარლამენტში განხილვის პროცესი შედგება.
