„საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ხმის პარალელური დათვლა არ ჩაუტარებია, – ეკა გიგაურმა განმარტება ირაკლი კობახიძის განცხადების პასუხად გაავრცელა
„საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ხმის პარალელური დათვლა არ ჩაუტარებია, – ეკა გიგაურმა განმარტება ირაკლი კობახიძის განცხადების პასუხად გაავრცელა. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერზე დაყრდნობით თქვა, პარალელურ დათვლას 400 უბანზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოც“ აწარმოებდა, შედეგები ცესკოს მონაცემებს ემთხვეოდა და გიგაურმა ეს დამალა. უმრავლესობის ლიდერმა ორგანიზაციის ხელმძღვანელს გამოხმაურებისა და განმარტებისთვის მადლობა გადაუხადა.
