ბიძინა ესებუას ბრალი წარუდგინეს
ბიძინა ესებუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. ბრალი მას ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. გამოძიება ესებუას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება. ადვოკატების ინფორმაციით, ესებუამ გამოძიების კითხვებსაც უპასუხა. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ უკანონოდ არის დაკავებული. ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელ ბადრი ესებუას ძმა 15 დეკემბერს დააკავეს.
