შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მოქალაქე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მოქალაქე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ნაცნობს - 1987 წელს დაბადებულ მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღით რმადენჯერმე ესროლა და დაჭრა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
