ირაკლი კობახიძე სამართლიანი არჩევნებისგან ითხოვს, წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ დისბალანსი საარჩევნო უბნების 8%-ში გამოვლინდა
ირაკლი კობახიძე სამართლიანი არჩევნებისგან ითხოვს, წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ დისბალანსი საარჩევნო უბნების 8%-ში გამოვლინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ირაკლი კობახიძის თქმით, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უნდა აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს ქართველ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის.
