აჭარაში ინფიცირების ახალ შემთხვევებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს
აჭარაში ინფიცირების ახალ შემთხვევებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს. დღეს რეგიონში ინფიცირების 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 412 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკებში 200-მდე ადგილია თავისუფალი. ორი პაციენტი გარდაიცვალა რესპუბლიკურ საავადყოფოში, ერთი კი კლინიკა ბიემსიში. გარდაცვლილებს შორის არის ქობულეთის საკრებულოს წევრი.
