ეპიდვითარების კუთხით სტაბილიზაცია შეინიშნება
ეპიდვითარების კუთხით სტაბილიზაცია შეინიშნება, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამომსვლელთა განცხადებებიდან ირკვევა, რომ მომდევნო ერთი კვირის შემდეგ გამოჩნდება, რა შედეგი მოჰყვა ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებას. რაც შეეხება ობიექტებისთვის პროტოკოლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრის პერიოდში 31 ათასზე მეტი ობიექტი შემოწმდა, 27 ობიექტი დაჯარიმდა, საქმიანობა კი 6 000-ზე მეტს შეუჩერდა.
