ექსკლუზიური ინტერვიუ ჯეიმს აპატურაისთან
„დღეს კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ვაქცინის დისტრიბუციაა პრიორიტეტი, რადგან ანტი ვირუსული ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის და არა მარტო მდიდარი სახელმწიფოებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი“. განაცხადა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა. ჯეიმს აპატურაი ამბობს, რომ ნატო ვაქცინის დისტიბუციის პროცესში ჩართვის გზებს განიხილავს. მან საქართველოში „იმედის“ ეთერის საშუალებით კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა ოჯახებსაც მიუსამძიმრა.
