კოვიდინფიცირების 3 907 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 588 თბილისში გამოვლინდა
კოვიდინფიცირების 3 907 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 588 თბილისში გამოვლინდა,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 12 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.
