მეათე მოწვევის პარალმენტს ნდობის გამოცხადება მოუწევს ახალი მთავრობისთვის
მას შემდეგ , რაც პარლამენტს დღეს უფლებამოსილება ოფიციალურად მიენიჭება ავტომატურად ახალი პრემიერის დანიშვნამდე მთავრობა უფლებამოსილებას იხსნის და მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. ახალი პარლამენტის მხრიდან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლით. პროცედურით, მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას უცხადებს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.
