პირველი სხდომის დღის წესრიგი რეგლამენტით არის განსაზღვრული
სესიას 12 საათზე საქართველოს პრეზიდენტი გახსნის , შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილი სიტყვას პარლამენტის უხუცეს წევრს გადასცმეს. ამის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეებს 31 ოქტომბრის საპრლამენტო არჩევნების შედგებს გააცნობს და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას წარადგენს. ამ პროცედურის შემდეგ მეათე მოწვევის პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ცნობს და ამისთვის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის ხმა იქნება საჭირო . პარლამენტის წევრები დადებენ ფიცს , დარბაზში შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი. დღესვე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს , ასევე კომიტეტების თავმჯდომარეებს.
