აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში გამარჯვებას აღლუმით აღნიშნავს, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრო
აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში გამარჯვებას აღლუმით აღნიშნავს, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრო. ღონისძიება, 3 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურისა და 150-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკის მონაწილეობით, თავისუფლების მოედანზე გაიმართა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით დაწესდა მემორიალური თარიღებიც: 27 სექტემბერი, როგორც სამხედრო მოქმედებების დაწყების და 8 ნოემბერი ყარაბაღში გამარჯვების დღე. სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლქვეშ დაბრუნდა რამდენიმე რაიონი, მათ შორის, ისტორიულად მნიშვნელოვანი ქალაქი შუშა.
