იემენში კოვიდპანდემიის გამო დაწესებული სოციალური დისტანციის შეზღუდვის მიუხედავად, მასობრივი ქორწილი გაიმართა
იემენში კოვიდპანდემიის გამო დაწესებული სოციალური დისტანციის შეზღუდვის მიუხედავად, მასობრივი ქორწილი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ათას 500-მა წყვილმა მიიღო. ქალაქ სანააში, საბინის მოედანზე ღონისძიების ორგანიზატორი სახელმწიფო საქველმოქმედო ინსტიტუტი იყო, რომელმაც უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე მყოფნი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სამხედრო ტყეობიდან ახლად დაბრუნებულები შეარჩია. იემენის კონსერვატიული ტრადიციებიდან გამომდინარე, მოედანზე მხოლოდ მამაკაცები იმყოფებოდნენ, ქალებმა კი ქორწინება სახლებში აღნიშნეს.
