მერაბ ნინიძე ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების ნომინანტებს შორისაა
მერაბ ნინიძე ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების ნომინანტებს შორისაა. ქართველი მსახიობი ფილმ „კურიერში“ მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის არის ნომინირებული. ნინიძეს ფილმში პარტნიორობას ბენედიქტ კამბერბეჩი უწევს. სურათის რეჟისორი დომენიკ კუკია. გამარჯვებულები 2021 წლის თებერვალში დასახელდებიან.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
