ჟენევაში ხვალ საერთაშორისო მოლაპარაკებები პანდემიის პირობებში პირველად გაიმართება
ჟენევაში ხვალ საერთაშორისო მოლაპარაკებები პანდემიის პირობებში პირველად გაიმართება. 2020-ში იძულებითი პაუზა კორონავირუსთან იყო დაკავშირებული და წლის ბოლოს გაეროს ოფისში ევროპელი და ამერიკელი შუამვალების მონაწილეობით, საქართველოსა და რუსეთს შორის საუბარი ისევ შედგება. ირაკლი ბებუას უპირობო გათავისუფლება ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. საქართველოს მოქალაქე სექტემბრის შემდეგ უკანონოდაა დაკავებული. მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებთან ერთად იმსჯელებენ, ასევე 2008-ა წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელსაც დღემდე რუსული მხარე არ ასრულებს.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
