ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე უკვე 6 საათზე მეტია სხდომა მიმდინარეობს
თავიდან სხდომა ონლაინ რეჟიმში გაიმართა, მოგვიანებით კი ტექნიკური ხარვეზის გამო, პრიცესი საქალაქო სასამართლოს დარბაზში გაგრძელდა. დღევანდელი განხილვა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას ეხება. გამოძიებამ დაადგინა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, აკაკი კობალაძემ და აკაკი ხუსკივაძემ, ისნის ნომერ მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ განახორციელეს ზეწოლა, მუქარა და შესთავაზეს ქრთამი. სანაცვლოდ, თედო გობეჯიშვილს მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთებს სთხოვდნენ, თითქოსდა, არჩევნები გაყალბდა, რის შემდეგაც მას დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. რამდენიმე დღის წინ პროკურატურმ საქმეზე მტკიცებულებების ნაწილიც გაასაჯაროვა, სადაც ბრალდებულების მიმოწერაა.
