ხვალ 12 საათზე მეათე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება
ხვალ, 12 საათზემეათე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება. სხდომას პრეზიდენტი გახსნის და მას დაესწრებიან: უშიშროების საბჭოს მდივანი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, გენერალური პროკურორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გენერალური აუდიტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი; დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ომბუდსმენი, ცესკოს თავმჯდომარე., რელიგიური კონფესიების უმაღლესი სასულიერო პირები, დიპლომატიები და მედია. პანდემიის გამო ყველა მათგანისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება. 2020 წლის საპარლამენტი არჩევნების შედეგად, პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი და 14 პარტია მოხვდა. პირველივე სხდომაზე კანონმდებლები თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეებს აირჩევენ. უკვე ცნობილია რამდენიმეს ვინაობა. პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა მოვალეობის შემსრულებელი ხდება ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე. კანონმდებლები ორი კვირის ვადაში არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის კანდიდატს და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებენ ნდობას. მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განიხილება. საბოლოო ნდობის მოპოვებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ცნობილია პროცედურები, სხდომის დღის წესრიგი, საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც, მაგრამ რამდენ პოლიტიკურ სუბიექტს ვიხილავთ ხვალ სხდომათა დარბაზში ეს ისევ მთავარ კითხვად რჩება
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
