ვინ შევა პარლამენტში? - პარტიების უმრავლესობა მანდატებზე ხვალ იურიდიულად უარს იტყვის
ხვალ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. ოპოზიცია და მმართველი გუნდი კი ისევ მოლაპარაკებებს განაგრძობენ. შესაბამისად, ჯერ ისევ პასუხგაუცემელია კითხვა, ვინ შევა პარლამენტში ოპოზიციის რიგებიდან. დიალოგის მეხუთე რაუნდი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება. დღეს კი, დიდი ალბათობით, გაირკვევა, ვინ აპირებს და როდის საპარლამენტო სიების გაუქმებას.
