სამართალდამცველებმა კოვიდ რეგულაციების დარღვევის 790 ფაქტი გამოავლინეს
სამართალდამცველებმა კოვიდ რეგულაციების დარღვევის 790 ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ 53 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 737 ადამიანი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
