პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან მთავრობის 2 თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ასევე ტესტირების პროგრამა და მსოფლიოში კოვიდ 19-ის მართვის ტენდენციები განიხილა
პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან მთავრობის 2 თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ასევე ტესტირების პროგრამა და მსოფლიოში კოვიდ 19-ის მართვის ტენდენციები განიხილა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აუცილებელია, რათა უფრო ეფექტიანად მართონ კლინიკური სექტორი და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც სტაციონარული მომსახურება პირველ რიგში სჭირდებათ. რაც შეხება შეზღუდვების მოხსნას, აღინიშნა, რომ ის ეტაპობრივად და ფრთხილად უნდა განხორციელდეს, ვინაიდან გადაადგილების სწრაფი ზრდა მაღალი რისკის შემცველია. ტესტირებების შესახებ კი ითქვა, რომ ქვეყნის მასშტაბით, ყოველდღიურად, დაახლოებით, 20 ათასი ტესტი კეთდება, მედიკოსები კი ინფიცირების 27 ათასზე მეტ აქტიურ შემთხვევას აკონტროლებენ.
