ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან დიპლომატების დისკრედიტაციის შემცველ განცხადებებს საქართველოში გერმანიის ელჩი გამოეხმაურა
ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან დიპლომატების დისკრედიტაციის შემცველ განცხადებებს საქართველოში გერმანიის ელჩი გამოეხმაურა. ჰუბერტ ქნირში განმარტავს, რომ დიპლომატების მოლაპარაკებებში ჩართვა სწორედ ოპოზიციის თხოვნა იყო და არც ერთ დიპლომატს მათთვის თავი ძალით არ შეუთავაზებია. ელჩის განცხადებით, აშკარაა ოპოზიციის შიგნით არსებული დაპირისპირება. გერმანიის ელჩთან ვრცელ ინტერვიუს „იმედის კვირაში“ ნახავთ.
