ინდოეთში უცნობი დაავადების მიზეზებს იკვლევენ
400-ზე მეტი პაციენტი საავადმყოფოებში ქვეყნის სამხრეთით, ანდრა პრადეშის შტატში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გადაიყვანეს. მათგან ერთის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. უცნობი დაავადებით ინფიცირებულია 300-ზე მეტი ბავშვი, რომლებიც თავის ტკივილთან ერთად, თავბრუსხვევასა და ღებინებას უჩივიან.
