„ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მმართველი პარტიის სასარგებლოდ თუნდაც 1%-იან გადახრას დააფიქსირებს
კომისიის შექმნისთვის საჭირო კანონპროექტის ინიცირებას, უმრავლესობა პირველივე შეკრებისთანავე მოახდენს. მეათე მოწვევის პარლამენტი უზრუნველყოფს იმასაც, რომ დაფინანსება ვერ მიიღონ იმ სუბიექტებმა, რომლებიც საკანონმდებლო საქმიანობაში არ ჩაერთვებიან. მმართველი პარტია ოპოზიციას პარლამენტში შესვლის შემთხვევაში გარკვეული საქმეების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნასაც სთავაზობს და აანონსებს კიდევ ერთ კანონპროექტს. საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. პერსონად, რომელიც საკუთარ გუნდს ასეთ საფრთხეს უქმნის- ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილი დაასახელა.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
