დიალოგის მეხუთე რაუნდი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ხვალ გაიმართება
ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თუ ამ მოლაპარაკებებს შედეგად ახალი საარჩევნო სისტემა და ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია მოჰყვება, ის მზად არის შევიდეს პარლამენტში. საარჩევნო სისტემა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია იაგო ხვიჩიასთვისაც. ელისაშვილმა დღეს ევროპულ საქართველოზეც ისაუბრა და თქვა, რომ სწორედ ევროპული საქართველო უშლის ხელს მოლაპარაკებების პროცესს . დღესვე განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ
