მომავალ წელს ღარიბ ქვეყნებში ყოველი ათიდან 9 ადამიანი შესაძლოა კოვიდ19-ის ვაქცინის გარეშე დარჩეს
ამ გაფრთხილებას სახალხო ვაქცინის ალიანსის წევრი ორგანიზაციები ავრცელებენ, მათ შორის ამნესთი ინთერნეიშენალი და „გლობალური სამართლიანობა“. ვაქცინის ხელმისაწვდომობის კამპანიის ფარგლებში, ალიანსი აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემა მსოფლიოს დაახლოებით 70 ქვეყანაში შესაძლოა შეიქმნას. ვაქცინის ხელმისაწვდომობის პლატფორმა „კოვაქსმა“ შეძლო ვაქცინის 700 მილიონი დოზის შენახვა დაბალი შემოსავლის მქონე 92 ქვეყნისთვის, თუმცა ამ პირობებშიც კი. ალიანსი ირწმუნება, რომ ვაქცინები შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს. ორგანიზაციები ფარმაცევტულ კომპანიებს მოუწოდებენ, ვაქცინების წარმოების გაფართოების მიზნით, მისი დამზადების ტექნოლოგიები სხვებსაც გაუზიარონ.
