მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამადე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება
. იქნება თუ არა ეს ბოლო და გადამწყვეტი დიალოგი ისევ უცნობია. მეოთხე რაუნდის შემდეგ მხარეებს შორის პოზიციები დაახლოვდა , თუმცა არა პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებზე. ვინ შევა ოპოზიციის რიგებიდან პარლამენტში და როგორი იქნება პირველ სხდომაზე ახლად არჩეული დეპუტატების შემადგენლობა ორ დღეში გაირკვევა.
