საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4734 ადამიანს დაუდასტურდა 3895 კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4734 ადამიანს დაუდასტურდა, კი გამოჯანმრთელდა, 3895. ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 174383 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 145287 შეადგენს. გარდაიცვალა 1614 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 1126 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6900 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში - 3689 ადამიანი იმყოფება. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
