გუშინდელი მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიცია ქართული ოცნების ოპტიმიზმით გაკვირვებულია
მათთვის გაუგებარია რის საფუძველზე კეთდება განცხადებები თითქოს ოპოზიცია პარლამენტში შედის , რადგან მათივე განმარტებით მმართველი გუნდი არც კი განხილავს ოპონენტების 4-პუნქტიანი შეთავაზების მთავარ საკითხებს. საუბარია ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და როგორც თვითონ ამბობენ პოლიტ პატიმრების გათავისუფლებაზე. პარალელურად, ოპოზიციაში გაჩნდა ეჭვი, რომ მათი რიგებიდან შესაძლოა რამდენიმე ადამიანი მაინც შევიდეს ახალ პარლამენტში.
