პანდემიის მართვა საქართველოში
კოვიდ 19-ით ინფიცირების 4673 ახალი შემთხვევა, 36 გარდაცვლილი და 3893 გამოჯანმრთელებული. ეს ბოლო 24 საათის სტატისტიკაა. 10 თვეა საქართველო, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, გლობალურ გამოწვევას, კორონავირუსს ებრძვის. . მსოფლიოში კი ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველია, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პარალელურად, ევროპაში ვაქცინის კიდევ 5 მოდელის ტესტირება მიმდინარეობს. საქართველოში იანვრის დასაწყისიდან ის ვაქცინა შემოვა, რომელსაც რეკომენდაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გაუწევს. მანამდე მთავრობა კოვიდ 19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობს.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
