ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა
ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, მხარეებმა პოზიციები ბევრ საკითხზე შეაჯერეს, დანარჩენებზე კი მოლაპარაკებები გრძელდება. მისივე თქმით, იმ პოლიტიკოსებს, ვინც პარლამენტის პირველ სხდომაზე არ შევა, დეპუტატის მანდატი არ შეუჩერდებათ. „ჩვენ დროს დავუტოვებთ ამ პარტიებს, იმისთვის, რომ თუნდაც მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში. არ შეუწყდებათ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება. პარლამენტი იღებს ამ გადაწყვეტილებას და ეს არის საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც არის გათვალისწინებული კონსტიტუციით. ნებისმიერ დროს, მაგალითად მომავალ წელს, მათ შეეძლებათ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში“, - განაცხადა კობახიძემ. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია პარლამენტში 11 დეკემბერს შევა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
